დღემდე მახსოვს ბებიას გამომცხვარი ოქროსფერი კრემიანი ფუნთუშების გემო, რომელიც იმ დროს ყველა დიასახლისის ჩანაწერების წიგნში მოიძებნებოდა.
მასალისთვის საჭიროა:
1 ქილა შედედებული რძე
2 კვერცხი
ხორბლის ფქვილი – რამდენსაც ცომი შეიზელს
ცოტა მარილი,სოდა
მცენარეული ცხიმი შესაწვავად
შაქრის პუდრა (სურვილისამებრ)
მომზადება:
გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შედ. რძე, სოდა, მარილი და აურიეთ კარგად. შემდეგ თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, წელვადი, ცოტა წებოვანი ცომი.
ცომი გაშალეთ სიგრძეზე და დაამრგვალეთ ძეხვივით. ბევრი ფქვილი არ იხმაროთ, რადგან შეწვის დროს ფქვილი დაიწვება და ფუნთუშები გაშავდება.
დაჭერით ცომის ძეხვი 2-3 სმ-ის ზომის ნაჭრებად და დაამრგვალეთ თითოეული.
ჩაასხით ტაფაში ზეთი, გააცხელეთ და შეწვით მასში რძიანი ფუნთუშები შეწითლებამდე. შეწვით დაბალ ცეცხლზე, რომ ცომი არ დარჩეს და კარგად გამოცხვეს. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა. ფუნთუშები მზად არის. გემრიელად მიირთვით!