1.9K
მასალა:
ნიგოზი 150 გრამი
შაქრის პუდრა 150 გრამი
კვერცხი 1 ცალი
შოკოლადი 150 გრამი
წყალი 2 ს/კ
მომზადება
ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში. გავაკეთოთ პატარა ბურთები.
ცხელ წყალში გავხსნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ კარგად არ შესქელდება.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვავლოთ თითოეული ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ ღუმელში ათი წუთით და გამოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!