გამომცხვარი კარტოფილი სოკოს გულსართით.

by ekaterine

მასალა:

კარტოფილი – 1 კგ.

ფქვილი – 50 გრ

ახალი სოკო – 500 გ

ხახვი – 2 თავი.

მწვანე ხახვი – 100 გრ

ზეთის ხილი- 100 გრ

მზესუმზირის ზეთი

 

მომზადება:

მოვხარშოთ კარტოფილი მარილიან წყალში და კარგად დავჭყლიტოთ. პიურეში დაამატეთ ფქვილი და კარგად  აურიეთ.

გარეცხილი წვრილად დაჭრილი სოკო და  დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. დაამატეთ დაჭრილი ზეთისხილი, მწვანე ხახვი და აურიეთ.

დაასველეთ ცივ წყალში პატარა მარლის ნაჭერი, გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე,  განათავსეთ კარტოფილის პიურე, ჩადეთ ჩაის კოვზით შუაში სოკოს გულსართი. მარლის დახმარებით შეკარით მრგვლად და ამოავლეთ ბურთები ფქვილში. შეწვით მცენარეულ ზეთში 5-10 წუთის განმავლობაში.

Related Articles