ტორტი შოკოლადის კრემით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

by ekaterine

თუ სახლში აღმოვაჩინე პეჩენია, ბანანი, არაჟანი და ჟელატინი და თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვამზადებ ამ საოცარ დესერტს. მომწონს ის, რომ არ სჭირდება გამოცხობა და არ მიწევს დიდხანს ცომის მზადება. ვიღებ პეჩენიას, ბლენდერში ვატარებ, ამის შემდეგ ვიწყებ კრემის მომზადებას.

ბანანს კრემში იშვიათად იყენებენ, რადგან დაჭრისას ის ფერს იცვლის და კრემში ულამაზოდ გამოიყურება. აქ კი მთლიანი ბანანები თავსდება შოკოლადის მუსში.

საჭიროა 200 გრამი პეჩენია და 80 გრამი კარაქი. დაფქვილი პეჩენია და დარბილებული კარაქი ერთმანეთს შეაზილეთ და გაშალეთ ფორმაში.

 

კრემისთვის:

2-3 ბანანი

400 მლ არაჟანი

100 მლ რძე

6 ს/კ. შაქარი

3 ს/კ. კაკაო

15 გ ადვილად ხსნადი ჟელატინი

კრემის მოსამზადებლად, შეურიეთ შაქარი, კაკაო, რძე და ჟელატინი მოსახერხებელ კონტეინერში. აურიეთ კარგად.

 

დადგით ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება.

გააგრილეთ, დაუმატეთ არაჟანი და აურიეთ. ბანაბები გაასუფთავეთ და გაყავით შუაზე, დაალაგეთ პეჩენიაზე.

 

დაასხით კრემი და 3 საათით შედგით მაცივარში ან დატოვეთ მთელი ღამით.

შოკოლადიანი დესერტი მზად არის. სურვილისამებრ მორთეთ ხილით, შოკოლადით ან თხილით.

 

Related Articles