ბადრიჯნის მომზადების უამრავი გზა არსებობს. მას სიამოვნებით ამზადებენ აღმოსავლეთში, ევროპელებიც კი დიდი მოყვარულები არიან ამ ბოსტნეულის შესანიშნავი გემოს, მისი სარგებლობის და ხელმისაწვდომობის გამო.
ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის შესანიშნავი რეცეპტი იტალიური სამზარეულოდან. ცხარე ბოსტნეული ნივრით, რომელიც არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა ბადრიჯნის მოყვარულებისთვის.
ბადრიჯანი იტალიურად
ინგრედიენტები
ბადრიჯანი 3 ცალი ..
მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.
ჩილის სოუსი 4 ს.კ.
ლიმონის წვენი 2 ს.კ.
ნიორი 2 კბილი.
ქინძი 1 კონა
მომზადება
თხლად დაჭრილი ბადრიჯანი დამარილებულ წყალში 20 წუთის განმავლობაში მოათავსეთ, რომ სიმწარე გამოვიდეს. გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებზე.
შეწვით ზეთში. ცალკე თასში აურიეთ მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი და ჩილის სოუსი. თუ ბოლო ინგრედიენტი არ გაქვთ, დაამატეთ ტომატის პასტა, რომელსაც შეურევთ ცოტა ძმარს, დარიჩინს და დაფქვილ შავ პილპილს.
ნარევი დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ ადუღოთ და დაამატეთ დაფქვილი ნიორი. ბადრიჯნები გადაიტანეთ ნარევში და გააჩერეთ 2 წუთი.
გადაიტანეთ კერძი თეფშზე. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
ეს ბოსტნეულის კერძი მოეწონება მათაც კი, ვისაც ბადრიჯანი ნამდვილად არ უყვარს. ვერავინ შეძლებს გაუძლოს ცდუნებას და არ დაემორჩილოს ასეთ მაცდუნებელ არომატს!