ნამცხვარი ” იდეალი”

by ekaterine

მასალა ცომისთვის:

 

კვერცხი 3 ცალი

შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა

თაფლი 3 ს/კ

ფქვილი 3 ჭიქა

ნიგოზი 1 ჭიქა

კარაქი 100 გრამი

1ჩ/კ ცოდა ძმრით

 

კრემისთვის:

 

მოხარშული შესქ.რძე 1 ქილა

კარაქი 200 გრამი

ნიგოზი 1 ჭიქა

ვანილი

 

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქრის ფხვნილი, დავამატოთ თაფლი, გამდნარი კარაქი, ნიგოზი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ფორმაზე. თბილ-თბილს ჩამოვაჭრათ გვერდები და დავფხვანათ.

 

მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და ნელ-ნელა შევურიოთ შესქ. რძე, ვანილი, დაფქვილი ნიგოზი.

ფირფიტები შევაერთოთ კრემით, ზემოდან კი მოვაყაროთ დაფხვნილი გვერდები.

Related Articles