12ცალი კვერცხი
750 გრ შაქარი
700გრ კარაქი
2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
2 ცალი ვანილი
1ჩ/კოვზი სოდა
4ს/კოვზი თაფლი
7ჭიქა ფქვილი
200გრ მიწის თხილი
კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან გავაცალკევოთ
ცილა მოვათავსოთ მშრალ თასში მიქსერით ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 150 შაქარი, ავთქვიფოთ მანამ, სანამ შაქრის კრისტალები არ გადნება. ფორმაზე დავაფინოთ გამოსაცხობი ქაღალდი (კალკა ), კალკაზე წავუსვათ კარაქი, მოვაფრქვიოთ ფქვილი და დავასხათ ბეზე გადავასწოროთ და შევდგათ ღუმელში 100 გრადუსზე. ბეზე რომ ამოვიდა, ჩაუწიეთ ტემპერატურა 60 გრადუსზე.
ფირფიტების ცომი
კვერცხის გულებითა და 2 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი- მოგლი დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი თაფლი 1ჩ/ კოვზი სოდა, 300გრ დარბილებული და არა გამდნარი კარაქი თანმიმდევრობით დავუმატოთ ფქვილი, მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად. ცხიმწასმულ ჟარონაზე მოვაყაროთ ფქვილი, გავაბრტყელოთ ცომი, გვერდები ძალიან არ უნდა გადავიდეს ძირის მხრიდან. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. ფირფიტა როცა გამოცხვება გირჩევთ შეაგრილოთ ფირფიტა და ისე გადმოაცუროთ არ გაგიტყდებათ. მეორე ფირფიტაც ასევე გამოვაცხოთ. ცხელს შემოვაჭრათ გვერდები.
კრემი
400 გრ კარაქი ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 2 ქილა შესქელებული რძე, ვანილი გემოვნებით.
როცა ფირფიტები გაგრილდება, წავუსვათ კრემი მოვაყაროთ მიწისთხილი, შემდეგ ბეზე, კრემი, შემდეგ მეორე ფენას წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვასხათ მინანქარი.
მინანქარი
სამი სუფრის კოვზი შაქარი ერთი კოვზი კაკაო ,ერთი ჩ/კოვზი წყალი და 30გრ კარაქი. მივიყვანოთ ადუღებამდე და 2-3 წუთის შემდეგ გადმოვდგათ, გავაგრილოთ და ისე მოვასხათ ნამცხვარს.