ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია ნამდვილი ჩებურეკი, მისი გემო არ დაავიწყდება. გვინდა გაგიზიაროთ მშვენიერი რეცეპტი, რომელსაც ცოტა დრო სჭირდება მომზადებისთვის და ძალიან გემრიელი გამოდის.
ხორცის ჩებურეკი მინერალურ წყალზე
ინგრედიენტები
ძროხის ხორცი300 გრ
ღორის 300 გრ
ხახვი 2 ცალი.
ხორბლის ფქვილი 4 ჭიქა
გაზიანი წყალი 250 გრ.
მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა.
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი დაფქვილი გემოვნებით
მომზადება
გაატარეთ ხორცსაკეპში ხორცი ორივე სახის, ხახვი, აურიეთ ფარში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში ცომის მოზალამდე.
თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაასხით მინერალური გაზიანი წყალი, მოაყარეთ მარილი დაა მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი.
ცომი გაყავით 15 ტოლ ნაწილად.
მიღებული გუნდები გაათხელეთ ბრტყელ ფირფიტებად, რომლის დიამეტრი 20 სმ-ია. მაცივრიდან გამოიღეთ დაფქული ხორცი. განათავსეთ იგი თითოეული ცომის ცენტრში. შეკარით ცომის კიდეები, თითების დაჭერით.
თეფში დაადეთ გამზადებულ ჩებურეკს და ზედმეტი ცომი მოაჭერით, შემდეგ ჩანგლით კიდეები დაუჭრელეთ.
ჩაასხით მცენარეული ზეთი ტაფაში და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოათავსეთ ჩებურეკები ტაფაში და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
გილოცავთ! ხორცის ყველაზე გემრიელი ჩებურეკი მზადაა. დარწმუნდებით, რომ უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ რეცეპტი სხვებსაც.