სკუმბრია არაჟნით
ეს სკუმბრიის შეწვის საინტერესო რეცეპტია. საოცრადაა შერწყმული თევზის და არაჟნის გემო და არომატი.
ასეთ სკუმბრიას ამზადებენ ხახვის ნაჭრებით და რაც უფრო მეტი იქნება, წვნიანი და უფრო არომატული კერძი გამოვა. თუ სტანდარტული მარინადები მოგბეზრდათ, გამოიყენეთ მომზადების ეს მეთოდი.
ინგრედიენტები
სკუმბრია 2 ცალი.
ხახვი 2 ც.
არაჟანი 100 გრ.
მარილი გემოვნებით. შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება
გაასუფთავეთ და გარეცხეთ სკუმბრია, მოაჭერით თავი და ამოიღეთ ხერხემალი. ფილეს თითოეული ნახევარი გაყავით 2-3 ნაწილად და მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ არაჟანი და აურიეთ ნაჭრები.
ხახვი დავჭრათ მსხვილ რგოლებად. საცხობფორმას წავუსვათ კარაქი, ზემოდან მოაყარეთ ხახვი და მასზე დააწყვეთ სკუმბრია.
დაფარეთ ფორმა კალკით და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში .ცხობის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, გამოიღეთ და მოხსენით კალკა: თევზი მსუბუქად ყავისფერი უნდა იყოს.