უგემრიელესი “მედოკი”

by ekaterine

 

უგემრიელესი მედოკი

ინგრედიენტები:

4 კვერცხი

200 გრ კარაქი

300 გრ შაქარი

3 ს/კ თაფლი

ვანილი

სოდა 1 ჩ/კ

ფქვილი 4 ჭიქა

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ თაფლი და შერბილებული კარაქი. დავდგათ ორთქლზე და ვურიოთ შეუჩერებლად.
მასა კარგად რომ გაიხსნება, დავუმატოთ 1 ჩ/კ სოდა გახსნილი ძმარში ან ლიმონის წვენში. ვურიოთ დაახლოებით 35 -40 წუთი.  მასა კარგად რომ გამყარდება და გასქელდება მზადაა.
ცხელსვე შევურიოთ ფქვილი. გადმოიღეთ მასა მაგიდაზე და მოზილეთ ცომი.
გამოდის ძალიან ფაფუკი ცომი. ამის შემდეგ ცომი დაასვენეთ მაცივარში 30 წთ.
გავყოთ ცომი 6 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხვება ძალიან მალე, დაახლოებით 5 წთ-ში.

კრემი:
300 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქს დავამატოთ 1 ქილა თეთრი და 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე, დავამატოთ ვანილი და ავთქვიფოთ კრემი.

კრემით შევაერთოთ ფირფიტები. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტის ნარჩენები.
გემრიელად მიირთვით!

Related Articles