ამ სალათის დანახვისას ყველას ავიწყდება დანარჩენი კერძები. წარმოუდგენლად გემრიელი სალათი “ჩიკაგო”.

by ekaterine

თქვენ შესძლებთ სტუმრების გაოცებას საოჯახო დღესასწაულზე. სალათის შემადგენლობაშია გამარჯვებული ტრიო-ყველი, ქათამი და ქამა სოკო. ინგრედიენტების კლასიკური კომბინაცია ახალ რეცეპტში.

სალათი “ჩიკაგო”

ინგრედიენტები

სოკო 300 გრ

ხახვი 1 ცალი

კვერცხი 3 ცალი

შებოლილი ქათმის ლორი 500 გრ

პომიდორიი 2 ცალი

მყარი ყველი 150 გ

მაიონეზი 150 გრ

მზესუმზირის ზეთი 30 მლ

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება

მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და გააციეთ.

ხახვი და სოკო დაჭერით და ცალ-ცალკე მოშუშეთ. შეურიეთ მზა პროდუქტები ერთმანეთს, დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და გააციეთ.

მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. გახეხეთ ყველი, დაჭერით მოხარშული კვერცხი კუბებად. ქათმის ლორი დაჭერით ზოლებად.

სალათს ვაწყობთ ფენებად.

პირველი ფენა – ქათმის ნაჭრები, მეორე – მაიონეზი + გახეხილი ყველი, მესამე –  დაჭრილი კვერცხის ნახევარი + მაიონეზი, მეოთხე – შემწვარი სოკო ხახვით, მეხუთე – დარჩენილი კვერცხი + მაიონეზი, მეექვსე – დაჭრილი პომიდორი.

სალათის მომზადება შესაძლებელია ღრმა სალათის თასში.

слоеный салат с курицей и грибами

ნებისმიერ მრავალფენიან სალათს დრო სჭირდება გემოს ასაღებად. მაცივარში 30 წუთი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ყველა ინგრედიენტმა გემო და არომატი გაცვალოს. გემრიელად მიირთვით!

 

Related Articles