ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური

by ekaterine

5 ცალი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:

პურის ფქვილი 600 გრამი

საფუარი 0,5 ჩ.კ.

კვერცხი 8 ცალი

იმერული ყველი 450 გრამი

კარაქი 150 გრამი

მარილი 1 ჩ.კ.

ყველი კარგად დავჭყლიტოთ ხელით ან გავხეხვოთ, დავუმატოთ 3 ცალი კვერცხი და ავურიოთ.

მომზადება:

პურის ფქვილი გავყოთ სამ ნაწილად. ერთს შევურიოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ 3-4 საათი.

ნელ-ნელა თბილ წყალში გავხსნათ მარილი, დავუმატოთ მოზელილ ცომს, შევაზილოთ დანარჩენი ფქვილი, მოვზილოთ რბილი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა ცომი აფუვდება გადავზილოთ, გავაჩეროთ კიდევ ერთი საათი და ისევ გადავზილოთ.

ცომი გავყოთ 5 ნაწილად, მივცეთ თითოეულს ნავის ფორმა, ცაღრმავებულ ნაწილში მოვათავსოთ ყველი და შევდგათ ღუმელში 10- 15 წუთი.

გამოვიღოთ აჭარული ხაჭაპური ღუმელიდან, გვერდებიდან მოვაცილოთ ჩანგლით ზედმეტი ცომი, ჩავახალოთ ჩაღრმავებულ ნაწილში ერთი კვერცხი,შევდგათ ღუმელში 3-4 წუთი და ჩავდოთ კარაქის ნაჭერი. გემრიელად მიირთვით!

 

 

Related Articles