ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის ღვეზელი
კარტოფილის ღვეზელის საუკეთესო ცომი არის საფუარიანი ცომი. ამ შემთხვევაში ის რბილი იქნება, თუნდაც ორი დღის შემდეგ. გარდა ამისა, საფუარის ცომი შესაფერისია ნებისმიერი გულსართისთვის.
ინგრედიენტები ცომისთვის
100 მლ ცხიმიანი ნაღები
200 მლ რძე
500 გრ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
20 გრ შაქარი
40 გრ კარაქი
3 კვერცხის გული
14 გრ მშრალი საფუარი
ინგრედიენტები გულსართისთვის
8–10 დიდი კარტოფილი
1 დიდი ხახვი
2 ს.კ. მცენარეული ზეთი
1 ს.კ. კარაქი
3 ს.კ. ნაღები
მარილი, სანელებლები გემოვნებით
მომზადება
შეურიეთ გამთბარ რძეში ნაღები. დაამატეთ შაქარი, საფუარი და დატოვეთ 15 წუთი.
ორი კვერცხის გული ათქვიფეთ გამდნარ კარაქთან ერთად. დაამატეთ რძის და ნაღების ნარევი.
აურიეთ ფქვილში მარილი. ჩაასხით სითხე მცირე ნაწილებად, მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი გადაიტანეთ დიდ თასში და მოათავსეთ თბილ ადგილას. ამ დროის განმავლობაში (40-60 წუთი), ცომი უნდა გაიზარდოს 3 ჯერ.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი. გაფცქვენით კარტოფილი და მოხარშეთ მარილიან წყალში.
გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი. მოშუშეთ მცენარეულ ზეთში საშუალო სითბოზე, სანამ ოქროსფერ- ყავისფერი გახდება.
როდესაც კარტოფილი მზად იქნება, გადაწურეთ წყალი. ჩაზილეთ კარტოფილი, არ დააბლენდეროთ.
კარტოფილის პიურეს დაამატეთ ხახვი, ნაღები, კარაქი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ და გააციეთ.
ამოიღეთ ცომი თასიდან, გააკეთეთ პატარა გუნდები, დაალაგეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და დააფარეთ ზემოდან ტილო, რომ გუნდები გაფუვდეს.
თითოეული გუნდა გაათხელეთ, მოათავსეთ შიგ ცოტა გულსართი, პირი შეუკარით და ოდნავ გაათხელეთ. გამზადებულ ღვეზელებს დააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით.
კვერცხის გულს შეურიეთ 1 ს.კ. ნაღები. წაუსვით ნაზავი ღვეზელებს და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.