9.5K
აჯაფსანდალი არის ბოსტნეულის კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. მასში მნიშვნელოვან როლს სუნელების ნაზავი ასრულებს, ის კერძს ანიჭებს დახვეწილ და პიკანტურ გემოს
ბოსტნეულის რაგუ – აჯაფსანდალი
ინგრედიენტები
ბადრიჯანი 3 ცალი
ბულგარული წიწაკა 2 ცალი
სტაფილო 1 ცალი
ხახვი 2 ცალი
ტომატი 500 გრ
ნიორი 4 კბილი.
ოხრახუში 0,5 კონა
ქინძი 0.5 კონა.
რეჰანი გემოვნებით
უცხო სუნელი 0.5 ს / კ
ქინძი 0,5 ჩ.კ.
მზესუმზირის ზეთი 20 მლ
შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად, გადაავლეთ ცივი წყალი, მოაყარეთ მარილი. ერთი საათის შემდეგ გაწურეთ.
დაჭერით ხახვი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო გახეხეთ.
ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი და შეწვით ბადრიჯანი, იმავე ცხიმში ჯერ ხახვი მოშუშეთ, შემდეგ ჩაყარეთ სტაფილო და წიწაკა და 10 წუთი შუშეთ.
პომიდორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად, დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ქინძი. ყველაფერი ერთად მოაქციეთ ქვაბში, დაამატეთ ოხრახუში, სუნელი, რეჰანი, მარილი და 10-15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.