7.6K
ფარშირებული კარტოფილი
ინგრედიენტები
კარტოფილი – 15 ცალი
ფარში – 250 გრამი
ხახვი – 1 თავი
ტომატის პასტა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი გემოვნებით
არაჟანი – 50 გრამი
კარაქი – 50 გრამი
მომზადება
გაასუფთავეთ კარტოფილი და გული ამოაჭერით.
ნახევრად მოხარშეთ მარილწყალში. ფარშს დაამატეთ მარილი, წიწაკა და დაფქვილი ხახვი.
კარტოფილი ამოავსეთ ფარშით და დააწყეთ გვერდიგვერდ ფორმაში.
ცალკე ათქვიფეთ არაჟანი, დაამატეთ ცოტა მარილი, წყალი და კარაქი.
სოუსი მოასხით კარტოფილს ზემოდან და სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ ტომატის საწებელიც.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!