პოლონური ხორცის ღვეზელის გამოცხობა ძალიან მარტივია. თხელი ცომის და მრავალფეროვანი გულსართის გამოყენებით ნაჭრები შესახედად ეფექტურად გამოიყურება და ძალიან ნოყიერია.
მასალა ცომისთვის:
100 გრ მაიონეზი
100 გრ კეფირი
2 კვერცხი
0.5 ჩ/კ. სოდა
180 გ ფქვილი.
მასალა გულსართისთვის:
250 გრ ძეხვი
150 გ თეთრი დაკონსერვებული ლობიო
100 გრ ყველი
100 გ ზეთისხილი
3-5 ღერი მწვანილი
მარილი, პილპილი გემოვნებით
დავჭრათ ძეხვი, ყველი, ზეთისხილი, მწვანილი და დავუმატოთ მარილი და პილპილი.
კვერცხი, მაიონეზი და კეფირი ავთქვიფოთ, თანდათან დავაყაროთ ფქვილი, სოდა და ვურიოთ კარგად. ცომს მოვაყაროთ ლობიო და დაჭრილი გულსართი და ავურიოთ, ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩავასხათ ცომი და ვაცხოთ 50 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
როდესაც არ გსურთ სამზარეულოში დიდხანს ყოფნა, ეს ღვეზელი კარგი არჩევანია, ცოტა დრო სჭირდება მომზადებას, შედეგით კი ყველა კმაყოფილი დარჩება. საუკეთესოა პიკნიკისთვის, სამსახურში წასაღებად ან სადღესასწაულოდ.
აუცილებლად სცადეთ ახლავე და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, დარწმუნებული ვარ მათაც მოეწონებათ.