ფარშირებული წიწაკა ყველით და კვერცხით

by ekaterine

იმისათვის, რომ საჭმელი გამოვიდეს არა მარტო გემრიელი, არამედ ლამაზიც, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა. თუ წონას უფრთხილდებით მაიონეზი შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟნით ან იოგურტით.

შემადგენლობა:

3 ცალი  წიწაკა

3 კვერცხი

300 გრ ყველი

2 კბილი ნიორი

2 ს/კ მაიონეზი

კამა, მარილი, პილპილი გემოვნებით.

კვერცხი მაგრად მოვხარშოთ. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ დაჭრილი კამა, ნიორი, მაიონეზი, მარილი და პილპილი.

 

გავრეცხოთ წიწაკა, მოვაჭრათ ყუნწი, გავასუფთავოთ და გავაშროთ შიგნიდან ქაღალდის ხელსაწმენდის დახმარებით. წიწაკაში მოვათავსოთ და მჭიდროდ გავტენოთ ყველის გულსართი ძირში და კედლებზე. მოხარშული კვერცხი გავფცქვნათ და ჩავდოთ შუაში.

 

გამზადებული წიწაკები ჩავდოთ მაცივარში 3 საათით. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ბასრი დანით დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.

ასეთი ფარშირებული წიწაკა არავის დატოვებს გულგრილს. მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად.

Related Articles