დაბალკალორიული სალათების ტოპ – ექვსეული. აი რატომ ვყიდულობ ხშირად სტაფილოს.

by ekaterine

სტაფილო არის ჯანსაღი ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების საცავი. თუ ამ ბოსტნეულს ყოველდღიურად გამოიყენებთ, შეგიძლიათ შეამციროთ ქოლესტერინი, თავიდან აიცილოთ ათეროსკლეროზის, ინსულტის და გულის შეტევის განვითარება, აგრეთვე იმუნური სისტემა გაძლიერდება. სალათები სტაფილოსთან ერთად შესანიშნავი საკვებია წონის დაკარგვისთვის და მთლიანი სხეულის სამკურნალოდ. უფრო მეტიც, გამოდის, რომ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო უფრო სასარგებლოა ვიდრე მთლიანი სტაფილოს ჭამა.

 

ჩაინიშნეთ რეცეპტები თქვენთვის ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი სალათების სტაფილოთი. მოასხით მათ ზეთი, არაჟანი ან იოგურტი – ამ გზით კაროტინი, რომლითაც მდიდარია სტაფილო, უკეთესად შეიწოვება, ხოლო თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ ენერგიას და სასარგებლო ნივთიერებებს.

დაბალკალორიული სალათის რეცეპტები სტაფილოთი

სტაფილოს სალათი კვერცხით

 

ინგრედიენტები

4-5 საშუალო ზომის სტაფილო

5-6 მოხარშული კვერცხი

2-3 კბილი ნიორი

1-2 ს/კ. არაჟანი ან იოგურტი

მარილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

გაასუფთავეთ სტაფილო, კვერცხი და გახეხეთ. ნიორი დაჭყლიტეთ. მოაყარეთ მარილი, დაჭრილი მწვანილი, მოასხით არაჟანი ან იოგურტი და აურიეთ.

სტაფილოს და კომბოსტოს სალათი

 

ინგრედიენტები

1-2 საშუალო სტაფილო

საშუალო ზომის თეთრი კომბოსტოს 1/4 ნაწილი

მწვანე ხახვი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

1 ს/კ. არარაფინირებული მცენარეული ზეთი

მომზადება

კომბოსტო დაჭერით და მოაყარეთ მარილი.

სტაფილო გახეხეთ.

ხახვი დაჭერით(შეგიძლიათ თავი ხახვი გამოიყენოთ)

აურიეთ ყველაფერი, მოასხით ზეთი, მოაყარეთ პილპილი და კიდევ ერთხელ აურიეთ.

ტკბილი სალათი სტაფილოთი და ქიშმიშით

 

ინგრედიენტები

2 საშუალო სტაფილო

100 გრ ქიშმიში

1 ს/კ. თაფლი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

100 გრ იოგურტი

დაფქვილი დარიჩინი კოვზის წვერით

მომზადება

ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი 10-15 წუთით და გადაწურეთ.

სტაფილო გახეხეთ და აურიეთ ქიშმიში.

თაფლი, ლიმონის წვენი, დარიჩინი და იოგურტი გახსენით კარგად ერთმანეთში და დაამატეთ სტაფილოს და ქიშმიშს.

15 წუთი დატოვეთ მაცივარში და მიირთვით გემრიელად.

ფენოვანი სალათი “ფრანგული”

 

ინგრედიენტები

2 საშუალო სტაფილო

2 ტკბილ- მჟავე ვაშლი

3 მოხარშული კვერცხი

100 გრ მყარი ყველი 17% ცხიმით

1/4 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

კეფირი გემოვნებით

მომზადება

კვერცხი, სტაფილო, ვაშლი კანის გარეშე, ყველი გახეხეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში.

დაჭერით ხახვი, დაასხით მდუღარე წყალი და 3 წუთით ცივ წყალში მოათავსეთ ხახვის ჭურჭელი, შემდეგ გადაწურეთ საცერზე. ხახვი მთლიანად დაკარგავს მწარე გემოს.

ინგრედიენტები ფენებად დააწყვეთ: ხახვი, ვაშლი, კვერცხი, სტაფილო ნივრით, ყველი. სულ 5 ფენა. შეგიძლიათ გაიმეოროთ.

მოასხით კეფირი ან იოგურტი.

1 საათით შედგით მაცივარში და ისე მიირთვით.

სტაფილოს ორიგინალური სალათი

 

ინგრედიენტები

1-2 სტაფილო

1-2 ვაშლი

2 ჩ.კ. თაფლი

1 ს/კ. თეთრი ღვინის ძმარი

მომზადება

გახეხეთ სტაფილო და ვაშლი.

თაფლი და ძმარი აურიეთ ერთმანეთში.

დაამატეთ გახეხილ ინგრედიენტებს და აურიეთ.

ჯანსაღი და გასახდომი მსუბუქი სალათი

 

ინგრედიენტები

1 დიდი სტაფილო

1 მწვანე ვაშლი

1 ფორთოხალი

1/6 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი

1 ჩ.კ. თაფლი

2 ს/კ.  იოგურტი დანამატების გარეშე.

მომზადება

სტაფილო გახეხეთ.

ვაშლი დაჭერით კუბიკებად.

ფორთოხალი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ თაფლი და დარიჩინი. მოასხით იოგურტი და აურიეთ.

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ კაკალი და ქიშმიში.

თქვენს დიეტაში შეიტანეთ ეს მსუბუქი და გემრიელი სტაფილოს სალათები და მალე იგრძნობთ, თუ როგორ დნება თქვენი დამატებითი კოლოგრამები. გაუმჯობესდით თქვენი ახალი დიეტის სალათის მიღებით და მიიღეთ მშვენიერი ფიგურა, კარგი განწყობა და შესანიშნავი ჯანმრთელობა. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს და კომენტარებში დატოვეთ ახალი სტაფილოს სალათის რეცეპტები.

 

Related Articles