კლუბებსა და ბარებში ყველაზე პოპულარული სასმელი – კუბური “მოჰიტო”. ისიამოვნე ამ ზაფხულის ცხელ დღეებში და დალიე ერთი ბოკალი.

by ekaterine

სახლში მომზადებული მოჰიტო

ცხელ ზაფხულში თითოეული ჩვენთაგანი მხოლოდ და მხოლოდ გამაგრილებელი სასმელებით ვამარაგებთ ორგანიზმს გაუსაძლის სიცხეში. თუ გიყვართ გამაგრილებელი და ამასთანავე ალკოჰოლური სასმელები, მაშინ მოჰიტო შესანიშნავი არჩევანია. სიცხეში ცივ კოქტეილზე უკეთესი არაფერია. მისი დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში ძალიან მარტივად. მოჰიტო ცოტა ტკბილი, ცოტაც მჟავე, ტრადიციული კუბური გამაგრილებელი და გამამხნევებელი სასმელია.

შემადგენლობა

რომი 40 მლ

ლაიმა 1 ცალი.

პიტნა 7 ფოთოლი

გაზიანი წყალი 150 მლ

ყავისფერი შაქარი 3 ჩ/კ.

ყინულის რაოდენობა სურვილისამებრ

 

მომზადება

 

გარეცხეთ პიტნის ფოთლები, გააშრეთ და დააქუცმაცეთ, სანამ  არომატს არ იგრძნობთ.

как приготовить мохито

ლაიმა გაჭერით შუაზე, ერთი ნახევარი დაჭერით ნაჭრებად, მეორე მოსართავად შეინახეთ.

рецепт домашнего мохито

დიდ ჭიქაში ჩავყაროთ პიტნა და ლაიმას ნაჭრები, დავამატოთ თეთრი რომი და შაქარი, ავურიოთ სანამ შაქარი არ გაიხსნება.

დაამატეთ ყინულის კუბიკები, აავსეთ ჭიქა გაზიანი სასმელით. ზემოდან მორთეთ ლაიმის ნაჭრებით და პიტნით. გემრიელად მიირთვით.

рецепт мохито

მოჰიტო საუკეთესოა მხიარული წვეულებებისა და მეგობრების შეკრებებისათვის. გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი საღამოები იოლად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელით.

Related Articles