აი ასეთი უნდა იყოს სიამოვნება. ეს ის მომენტია, როცა ორი საყვარელი ინგრედიენტი ერთად გვხვდება კერძში.

by ekaterine

 “ტორტი ყაბაყით და სოკოთი”

 

შემადგენლობა

ყაბაყი 700 გ

კვერცხი 3 ცალი.

ხორბლის ფქვილი 2 ს/კ.

ხახვი 2-3 ცალი.

სოკო 500 გრ

არაჟანი 50 გ

მზესუმზირის ზეთი 50 მლ

ნიორი 2 კბილი.

მყარი ყველი 50 გ

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი  გემოვნებით

მომზადება:

გახეხეთ ყაბაყი და გაწურეთ.

დაამატეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი და პილპილი.

 

მიღებული მასით გამოაცხეთ ტაფაზე ბლინები.

 

მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო.

არ დაგავიწყდეთ მარილის და სიმწარის დამატება.

 

დაამატეთ ცალკე არაჟანს დაჭრილი კამა და ნიორი და აურიეთ.

 

ბლინის ფირფიტას წაუსვით არაჟნის სოუსი, შემდეგ მოშუშული სოკო, დაადეთ მეორე ფირფიტა…ტორტს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კამა.

მაგიდასთან მიტანამდე 2 საათით მოათავსეთ მაცივარში.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კერძის რეცეპტი გაქვთ ყაბაყის შემადგენლობით, მაგრამ მისი გემო სულ სხვაა. ამაში რომ დარწმუნდეთ, მოამზადეთ და რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ.

 

Related Articles