ყოველ წელს ვრწმუნდები, რომ ეს საუკეთესო რეცეპტია. უფრო სიამონებით მივირთმევთ, ვიდრე ახალ პომიდორს.

by ekaterine

ყველაზე გემრიელი პომიდორი, “სამეფო რეცეპტი”

შემადგენლობა

პომიდორი

კამის ქოლგები

1 ნივრის კბილი

დაფნის ფოთოლი

1/4 ტკბილი წიწაკა

2-3 მიხაკის ვარსკვლავი

პილპილის კაკლები

წიწაკა მწარე

1 ს/კ. შაქარი

1 ს/კ. მარილი

1 ს/კ. ლიმონის მჟავა

 

მომზადება

პომიდორი გარეცხეთ და ჩხირით დაჩხვლიტეთ.

 

ქილის ფსკერზე მოათავსეთ კამა, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, ტკბილი და ცხარე წიწაკა.

 

შემდეგ გაავსეთ ქილა პომიდვრით და დაასხით მდუღარე წყალი. დაელოდეთ სანამ წყალი გაცივდება.

 

გადმოასხით წყალი და დაამატეთ ქილაში დაჭრილი ნიორი.

 

ბოლოს დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა, დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ. გადმოაბრუნეთ ქილა და თბილად შეფუთეთ გაციებამდე.

 

სულ ეს არის. შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე და დარწმუნდებით, რომ ასეთი პომიდვრის მარინადი ცხოვრებაში არ გაგისინჯავთ. სარდაფში შენახვაც კი დაგენანებათ.

Related Articles