ზაფხულში განსაკუთრებით გემრიელია ნამცხვარი, ტორტი, ჩიზქეიქი თუ სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი. ალბათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ბევრი ახალი ხილი და კენკრაა, რომელიც არომატულს და წვნიანს ხდის დესერტებს. ჯერ მარწყვი შემოდის, შემდეგ გარგარი და ჟოლო, ატამი და მსხალი. რაც შეეხება სმაროდინას, არსებობს მითი, რომ მისგან მხოლოდ მურაბა ან კომპოტი შეიძლება მომზადდეს, რადგან ნამცხვრებში არც თუ ისე გემრიელია. მაგრამ როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ მითია, როგორც სხვა ყველა კენკრა შავი სმაროდინის ტორტი ძალიან არომატული და გემრიელია. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ამ მითს დაამსხვრევს.
ვინც აფასებს კლასიკურ ნაპოლეონს, ძალიან მოეწონება მასში განთავსებული კენკრის ფენა. თუ გსურთ გამოიყენეთ სხვა კენკრაც. გარეცხილ სმაროდინას მოაყარეთ შაქარი და მოაყარეთ ნაპოლეონის ფირფიტაზე წასმულ კრემს.
ტორტი სმაროდინით
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 2,5 ჭიქა.
მარგარინი 250 გ
შაქარი 2 ჭიქა.
სოდა 0.5 ჩ/კ.
ძმარი 0.5 ს/კ.
კვერცხის გული 2ცალი.
კვერცხის ცილა 2 ცალი.
რძე 100 მლ
კარაქი 100 გრ
სმაროდინა 150 გ
მომზადება
დაჭერით მარგარინი, მოაყარეთ ფქვილი, დაასხით სოდა/ძმრით და აზილეთ ერთმანეთში.
დაამატეთ 2 ს/კ შაქარი და 2 კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. გაათხელეთ 0,5 სმ სისქის ცომი და მოათავსეთ ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაზე.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.
ათქვიფეთ კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე.
ათქვეფილი ბეზე წაუსვით გამომცხვარ ფირფიტას და 200 გრადუსზე შედგით ღუმელში. როცა ბეზე აიწევა და ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს, გამოიღეთ და გაჭერით სამ ნაწილად.
50 მლ რზით და 0,5 ჭიქა შაქრით მოამზადეთ კრემი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. 1 ს/კ. ფქვილი გახსენით 50 მლ რძეში, ჩაასხით ტკბილ რძეში და ადუღეთ სანამ არ გასქელდება.
გადმოდგით და გააციეთ კრემი, შეატქვიფეთ დარბილებული კარაქი.
სმაროდინას მოაყარეთ 2 სკ. შაქარი.
ააწყვეთ ტორტი ასეთი თანამიმდევრობით: ბეზეანი ფირფიტა, შემდეგ კრემი, ფირფიტა, კრემი, სმაროდინა, ფირფიტა, კრემი.
ერთი ფენის ნაცვლად შეგიძლიათ სმაროდინა სამივე ფირფიტაზე გამოიყენოთ, უფრო გემრიელი საზაფხულო დესერტი გამოგივათ. ზემოდან მორთეთ თქვენი ფანტაზიით. ისე მოგეწონებათ რეცეპტი, რომ ამ დესერტს რეგულარულად მოამზადებთ. გაუზიარეთ მეგობრებსაც, მათაც აუცილებლად მოეწონებათ.