ხაჭოს “ნაპოლეონი”: ვაცხობ თამამად, იჭრება იდეალურად თანაბარ ნაჭრებად. ვაცხობ ისევე ხშირად, როგორც კექსს.

by ekaterine

დესერტის გარეშე სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია. დიასახლისის გამოცდილება მაინც ფასდება გემრიელი ტორტით, ამიტომ ნამდვილად ღირს მისთვის კუჭში ადგილი შემოინახოთ.

 

ხაჭოს “ნაპოლეონი”

ნაპოლეონის კლასიკურ რეცეპტში ხაჭო არ არის, მაგრამ მისი წყალობით ტორტი ფუმფულა და გაჟღენთილი გამოდის. ნაჭრები ადვილად იჭრება და ისეთი გემრიელია, გულგრილს არავის დატოვებს.

 

ცომის ინგრედიენტები:

500 გრ ფქვილი

170 გრ შაქარი

100 გრ კარაქი

400 გრ ხაჭო

8 გრ ვანილი

2 კვერცხი

10 გრ გამაფხვიერებელი

კრემის ინგრედიენტები:

1,5 ლ რძე

250 გრ შაქარი

6 კვერცხი

200 გრ კარაქი

10 გრ ვანილი

4 ს/კ ფქვილი

3 ს/კ სახამებელი

მომზადება

თასში მოათავსეთ ხაჭო, დაამატეთ კვერცხი, შაქარი, დარბილებული კარაქი, ვანილი და ხელით მოზილეთ.

 

პორციებად დაამატეთ გაცრილი ფქვილი სახამებელთან და ვანილთან ერტად და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და ხელს არ უნდა ეკვროდეს.

ცომი 7 ნაწილად გაყავით და გუნდები 30 წუთით შეინახეთ მაცივარში.

 

პერგამენტის ქაღალდზე ცომის ნაწილი თხელ ფენად გააბრტყელეთ, ზემოდან 20 სმ დიამეტრის თეფში დაადეთ და დარჩენილი ცომის კუთხეები მოაჭერით.

თითოეული ცომი ასეთი წესით გაათხელეთ და გამოაცხეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

 

ცომის მონაჭრებიც გამოაცხეთ და დაფხვენით ზემოდან მოსაყრელად.

კრემის მოსამზადებლად 1,2 ლ რძე დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.

 

თასში დარჩენილი 300 მლ რძე, კვერცხი, ვანილი, შაქარი, სახამებელი და ფქვილი აურიეთ.

ეს მასა ფრთხილად დაასხით მდუღარე რძეს, მუდმივად აურიეთ და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

მზა კრემი კარაქთან ერთად გათეთრებამდე ათქვიფეთ.

 

გამომცხვარი ფირფიტები კრემით შეაერთეთ და ტორტი მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.

ბოლო დეტალი ზემოდან მორთვაა, მოაყარეთ დაფხვნილი მასა და გემრიელად მიირთვით.

 

გაუზიარეთ მეგობრებს ხაჭოს “ნაპოლეონის” რეცეპტი. ისინი მადლობას გეტყვიან.

Related Articles