ასეთი “ტირამისუ” ჩემი საყვარელი დესერტია დიეტის დროს. უკვე აღარ მიწევს დესერტზე უარის თქმა და ეს კარგ განწყობასაც მინარჩუნებს.

by ekaterine

ხაჭოს და მარწყვის დესერტი

ტკბილეულის მოყვარულთა გასაბედნიერებლად იტალიელმა კონდიტერებმა შექმნეს უგემრიელესი დესერტი “ტირამისუ”, რომელიც აერთიანებს ყველ მასკარპონეს, ბისკვიტის ნამცხვარს, შოკოლადს და ყავას. ეს ინგრედიენტები გადაიქცევა სწორედ საუცხოო დელიკატესად. იტალიაში ამ პროდუქტების მოძებნა იოლია, მაგრამ ჩვენ გვიწევს ძებნა და არც იაფი არ არის.

ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რეცეპტი ჩვენთვის უფრო ნაცნობი ინგრედიენტებით და რადგან ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან ფიგურა, გადავწყვიტეთ დესერტი ასევე იყოს დიეტური. ის სწრაფად მზადდება და ძალიან სწრაფადვე იჭმევა, ამიტომ ჩვენ გირჩევთ გააკეთოთ ორი დესერტი ერთდროულად.

შემადგენლობა

მარწყვი 200 გრ

რძე 80 მლ

ხაჭო 300 გრ

მუქი შოკოლადი 50 გ

ყავა 2 ს/კ.

ბანანი 2 ც.

მომზადება

გაფცქვენით ბანანი, მარწყვი გაარჩიეთ და გარეცხეთ. დაჭერით ხილი ნაჭრებად.

ხაჭო დააბლენდერეთ კრემის კონსისტენციამდე. დაამატეთ რძე და 2 ს/კ. ყავა.

აიღეთ დესერტისთვის განკუთვნილი ფორმა. ბანანის მესამედი დაალაგეთ ფსკერზე. შემდეგ ზემოდან დააწყვეთ მარწყვის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, ბოლოს დაასხით ხაჭოს მასის მესამედი.

ასე გაიმეორეთ კიდევ ორჯერ, ბოლო ფენა უნდა იყოს ხაჭოს მასის.

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ რამოდენიმე მარწყვით.

დესერტი გააციეთ მაცივარში. რაც უფრო დიდხანს ამყოფებთ მაცივარში, უფრო გემრიელი გამოვა.

творожный десерт с клубникой фото

დიეტის დროს კარგი საშუალებაა გაინებივროთ თავი დესერტით. ის ნამდვილად არ ვნებს ფიგურას და დეპრესიასაც ადვილად გაუმკლავდებით.

Related Articles