დაგჭირდებათ სამი ინგრედიენტი მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინის მოსამზადებლად!

by ekaterine

იმისათვის, რომ ისიამოვნოთ გემრიელი ნაყინის გემოთი, დაგჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრადიენტი.

ნაყინი გემრიელი და ნოყიერი რომ გამოვიდეს, რძე და კარაქი შეარჩიეთ მაღალი ხარისხის და ცხიმის მაღალი შემცველობით. შოკოლადი შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ: რძიანი, შავი, თეთრი, გულსართით ან მის გარეშე. ყველა შემთხვევაში გამოვა დიდებული. იმედია, სწორად შეაფასებთ ამ დელიკატესს.

შოკოლადის ნაყინი

შემადგენლობა

რძე 100 მლ

კარაქი 80 გ

რძის შოკოლადი 90 გ

 

მომზადება

მიკროტალღურ ღუმელში შედგით ღრმა ჭურჭელში მოთავსებული კარაქი, გაადნეთ, დაასხით რძე და გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, შეურიეთ გახეხილი შოკოლადი, როცა გდნება და მასას შეერევა, გააციეთ.

მიქსერის დახმარებით მიღებული მასა ათქვიფეთ ნაღების კონსისტენციამდე და შედგით საყინუკეში. 40 წუთის შემდეგ ისევ ათქვიფეთ და შემდეგ შეინახეთ საყინულეში გამოყენებამდე.

 

პორციებად გაანაწილეთ სანაყინეებში, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. შეგიძლიათ ნაყინი გაამრავალფეროვნოთ ნიგვზით, დაჭრილი ჟელეს კანფეტებით ან რაიმე გემრიელი ინგრედიენტით. ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენთვის ნაცნობ ტკბილეულის მოყვარულთ. სცადეთ და ისიამოვნეთ შოკოლადის ნაყინით ზაფხულის ცხელ დღეებში.

Related Articles