ძალიან მიყვარს ყაბაყის სეზონი, ხშირად ვამზადებ დამარინადებულ ყაბაყს, რომელიც სასარგებლოც არის და დიეტურიც.

by ekaterine

დამარინადებული ყაბაყი

ინგრედიენტები:

500 გრამი ახალგაზრდა ყაბაყი

1.5 ჩ/კ. მარილი

70 გ მცენარეული ზეთი

2 ს/კ. ძმარი

2 ს/კ. თაფლი

5-6 კბილი ნიორი

დაფქვილი შავი პილპილი

ახალი მწვანილი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი. თუ ახალგაზრდაა, კანს ნუ მოაცლით, თუ ზრდასრულია, გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით.

კარგია თუ ბოსტნეულის საჭრელით დაჭრით, ასე თანაბარი და თხელი ნაჭრები გამოგივათ. მოაყარეთ ცოტა მარილი და ცოტა ხანს დატოვეთ, რომ ზედმეტი სითხე გამოსცეს.

 

მოამზადეთ მარინადი: გაჭყლეტილი ნიორი შეაზილეთ თაფლისა და ზეთის ნარევს. დაამატეთ ძმარი, პილპილი და ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი. აურიეთ და მარინადი მზადაა.

 

გაწურეთ ყაბაყის ნაჭრები და მოასხით მარინადი. ზოგიერთი გემოვნებისთვის ცოტა შაქარსაც უმატებს. აურიეთ და 2-3 საათით მაცივარში შედგით.

 

ნებისმიერ გარნირთან ერთად გემრიელია, უხდება ყველა კერძს და სასარგებლოც არის. გამოიყენეთ ყაბაყის სეზონი და ისიამოვნეთ ამ გემრიელობით.

Related Articles