გასაოცარი ტორტი “შავი პრინცი”, რომელიც ყოველთვის მაქვს მაცივარში. მიირთვით ცივი ცხელ ყავასთან ერთად!

by ekaterine

ტორტი კეფირზე “შავი პრინცი”

შემადგენლობა:

ცომისთვის:

1 ჭიქა კეფირი

1 ჩაის კოვზი სოდა

1 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

კაკაოს ფხვნილი 2-3 ჩაის კოვზი

1 ჭიქა ფქვილი.

 

კრემისთვის:

0.5 ჭიქა შაქარი

200 გ კარაქი

250 გრ არაჟანი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე, დაამატეთ კეფირი სოდით, კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ ფქვილი, აურიეთ და ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

კარაქი და შაქარი ათქვიფეთ და დაამატეთ არაჟანი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით სიბრტყეზე და წაუსვით კრემი. ტორტს მოასხით შოკოლადის მინანქარი ან მოაყარეთ დაჭრილი თხილი, ნიგოზი ან გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!

Related Articles