დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

by ekaterine

კომბოსტო თითქოს სპეციალურად დიეტებისთვის და განტვირთვის დღეებისთვის არის შექმნილი. მთელი დღის განმავლობაში ჭამთ და მაინც არ სუქდებით. ის სხეულს ვიტამინებით და ბოჭკოთი ამარაგებს.

კომბოსტოს მარტივი სალათები

ახალი კომბოსტოს და სტაფილოს აღმოსავლური სალათი

 

შემადგენლობა

200 გრ კომბოსტო

1 სტაფილო

1 კიტრი

2-3 ღერი ნიახური

2  კბილი ნიორი

2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

2 ჩ/კ. სოიოს სოუსი

შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით წვრილად კომბოსტო და ნიახური. თხელ ნაჭრებად დაჭერით სტაფილო და კიტრი.

ცალკე თასში აურიეთ სოიოს სოუსი, ნიორი და პილპილი. მარილი საჭირო არ არის, სოიოს სოუსი შეიცავს საკმარის რაოდენობას.

მოასხით დაჭრილ სალათს და აურიეთ.

 

ახალი კომბოსტოს და დაკონსერვებული ქაშაყის სალათი

 

შემადგენლობა

200 გრ დაკონსერვებული ქაშაყი

400 გ ახალგაზრდა კომბოსტო

0.5 კონა მწვანე ხახვი

3 ს/კ. სქელი იოგურტი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

კომბოსტო დაჭერით, მოაყარეთ მარილი, დაჭერით ხახვი და აურიეთ კომბოსტოში, დაამატეთ თევზი, პილპილი, მოასხით იოგურტი და აურიეთ.

ახალი კომბოსტო ფორთოხლით

 

შემადგენლობა

500გ კომბოსტო

2 ფორთოხალი

1 ჩ/კ. მარილი

1 ჩ/კ. შაქარი

2 ჩ.კ. ყვავილოვანი ძმარი(ბალზამიკო)

მწვანილი გემოვნებით

2 ს/კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

დაჭერით კომბოსტო, მწვანილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, შაქარი.

ფორთოხლის რბილობი დაჭერით ნაჭრებად და აურიეთ სალათში. მოასხით ძმარი, ზეთი და მიირთვით.

ახალი კომბოსტოს და მოცარელას სალათი

 

შემადგენლობა

300 გ კომბოსტო

1 წითელი ხახვი

1 კიტრი

8 ცალი პომიდორი ჩერი

10 ზეთისხილი

150 გ მოცარელა(კლასიკური იტალიური ყველი)

0.5 ჩ/კ. მარილი

3 ს/კ.ზეითუნის ზეთი

1 ჩ/კ. თაფლი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

შავი პილპილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, რომ წვენი გამოსცეს. გადაწურეთ ფრთხილად. მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, ზეთისხილი და კიტრი. დაამატეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი და მოცარელა.

ცალკე ჭურჭელში აურიეთ თაფლი, ლიმონის წვენი, პილპილი და ზეთი. მოასხით სალათს და აურიეთ ყველაფერი ფრთხილად.

კომბოსტოს სალათი კიტრით და მდოგვის სოუსით

 

შემადგენლობა

300 გ კომბოსტო

4 ს/კ. დაკონსერვებული ბარდა

10 მწვანე ზეთისხილი

0.5 კონა მწვანე ხახვი

4 ბერძნული კაკალი

შაქარი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

3 ს/კ. ლიმონის წვენი

3 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

1 ჩ/კ. მდოგვის მარცვლები

მომზადება

დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და შაქარი. დაამატეთ ბარდა და მრგვლად დაჭრილი ზეთისხილი.

თხლად დაჭერით კაკალი, მწვანილი და მოაყარეთ სალათს.

ცალკე აურიეთ ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი და წიწაკა. მოასხით სალათს და აურიეთ.

ამ სალათებით შეგიძლიათ ივახშმოთ კიდეც, მოკლე დროში შეამჩნევთ, თუ როგორ იკლებს თქვენი წონა.

Related Articles