მრავალი წლის წინ მსოფლიო აღიარება მოიპოვეს ხორცისგან დამზადებულმა კერძებმა. ლულა-ქაბაბი, ისევე როგორც დონერ-ქაბაბი, იგივე შაურმა, შიშ-ქაბაბი ანუ მწვადი, ინარჩუნებს მის ნამდვილ სახელს და სახეს. აუცილებელია ვიცოდეთ არა მარტო ხორცის სწორად შერჩევა, არამედ მომზადების ტექნოლოგიაც.
მასალად საჭიროა:
ცხვრის ხორცი 1 კილოგრამი
დუმა 100 გრამი
კვერცხი 2 ცალი
ხახვი 2 თავი
კოწახური, მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, ხახვი, დუმა ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ 5 წუთის განმავლობაში.
ფარში გააჩერეთ მაცივარში 1 საათით.
დაყავით გუნდებად ფარში, თითოეული დაამრგვალეთ, წამოაცვით შამფურზე გრძლად.
შეწვით ყველა მხრიდან, შეწვის დროს შამფური ატრიალეთ, რომ თანაბრად შეიწვას.
ფრთხილად მოვაცალოთ შამფურიდან , გავახვიოთ ლავაშში და ზემოდან მოვაყაროთ დაფქვილი კოწახური შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ ლავაშის გარეშე, დააწყვეთ თეფშზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მრგვლად დაჭრილი ხახვი და კოწახური. გემრიელად მიირთვით!