ყოველთვის ვცდილობ კიტრის მწნილი იყოს ხრაშუნა, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელსაც ჩემი მეგობარი იყენებს, მისი მომზადებული კიტრი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი გემოთი და რაც მთავარია, ახალივით ხრაშუნაა.
რეცეპტი გათვალისწინებულია 3 ლიტრიან ქილაზე
კიტრი
2 ს/კ. მარილი
5 ს/კ. შაქარი
1.5 ჩ/კ. ლიმონის მჟავა
მოცხარის ფოთლები და ხრენი
დაფნის ფოთოლი
ხმელი კამა
შავი პილპილის კაკლები
ნიორი
მომზადება
ქილაში ჩააწყვეთ დაფნის 2 ფოთოლი, 2 კბილი ნიორი, ხმელი კამა, მოცხარის და ხრენის ფოთლები.
შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრი,დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ.
კვლავ დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ ემალის ჭურჭელში. ამ წყლისგან მოამზადეთ მარილწყალი.
წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონის მჟავა, წამოადუღეთ და დაასხით ქილას. შეფუთეთ, რომ ნელა გაცივდეს. ასეთი სახით შეგიძლიათ მეორე დღესვე მიირთვათ.