ვაცხობ რძისა და ცხიმის გარეშე. მიირთვით ნებისმიერი გულსართით. სრულყოფილია და რაც მთავარია, არ იხევა!

by ekaterine

ბლინების იდეალურ რეცეპტს გასწავლით. მაიონეზით მომზადებული უფრო რბილი და გემრიელი გამოდის და რაც მთავარია არ იხევა.

ასეთი ბლინები დიდხანს ინახება მაცივარში და არ კარგავს პირვანდელ ფორმას და გემოს.

блины на майонезе

მაიონეზიანი ბლინები

ასეთი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ ჯემით, თაფლით, მურაბით. თუ არ გიყვართ ტკბილი, გულსართად გამოიყენეთ ხორცი, სოკო, ხაჭო.

блины на майонезе рецепт

შემადგენლობა

0.5 ლიტრი თბილი წყალი

9 ს/კ. ფქვილი

2 ს/კ. მაიონეზი

2 კვერცხი

2 ს/კ. შაქარი

15 გ ვანილის შაქარი

2 ს/კ. მცენარეული ზეთი

მწიკვი მარილი

блины на майонезе и яйцах

მომზადება

ათქვიფეთ მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი.

დაამატეთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი, ათქვიფეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას, დაამატეთ ზეთი და 20 წუთით დაასვენეთ ცომი.

блины на майонезе без молока

მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში წაუსვით ტაფას ცხიმი და ცეცხლზე დადგით.

დაასხით ცოტა ცომი,გადაანაწილეთ ტაფაზე და ორივე მხარეს გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე ისე, რომ არ დაიწვას.

блины на майонезе без дрожжей

თბილი ბლინები მიირთვით რითიც გსურთ.

блины на майонезе без соды

სცადეთ და დარწმუნდებით, რომ მაიონეზიანი ბლინები ნამდვილად სრულყოფილია.

Related Articles