5 დღეში მინუს 5 კილოგრამი. კანი საოცრად ნაზი, სხეული კი მოხდენილი და ლამაზი გახდება.

by ekaterine

ბევრი ფიქრობს, რომ წონაში დასაკლებად უნდა ჭამოთ ძალიან ცოტა, მაგრამ მუდმივად საკვების აკრძალვა იწვევს ფსიქიკის ნგრევას, შედეგად მივიღებთ გასტრიტს და გაუარესებულ მეტაბოლიზმს, ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისას კი წონაში ორჯერ მოვიმატებთ.

 

უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად შეარჩიეთ ადექვატური რაციონი. დაბალანსებული დიეტით ორგანიზმს მიაწვდით სასიცოცხლო ნივთიერებებს და არაფერს ზედმეტს. უნდა შეამციროთ პორცია, დატოვოთ აუცილებელი პროდუქტი და გამორიცხოთ ზედმეტი, თავს დანაყრებულად იგრძნობთ და წონაშიც დაიკლებთ.

 

5 დღიანი დიეტის მენიუ

1 დღე

დილა – 

უზმოზე საუზმემდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით. საუზმეზე 200 მლ 1 %-იანი კეფირი, 1 ჩ/კ. შვრიის ქატო, 2 კვერცხი. საუზმიდან 40-60 წუთის შემდეგ ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე.

შუადღე –

200 გრამი ბოსტნეულის სალათი მწვანილით, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი და ერთი ნაჭერი მთელმარცვლოვანი პური.

საღამო –

350 გრამი სტაფილოს სუპ-პიურე, ჩაი უშაქროდ.

 

2 დღე

დილა –

უზმოზე ჭიქა წყალი ლიმონის წვენით, 30 წუთის შემდეგ 5 %-იანი ხაჭო დაჭრილი კამით და ნახევარი ბულგარული წიწაკით. ჩაი ან ყავა უშაქროდ.

შუადღე –

350 გრამი სტაფილოს პიურე 50 გრამი მოხარშული ქათმის ხორცით.

საღამო –

სალათი: ნახევარი ავოკადო, მწვანილი, 100 გრამი დაკონსერვებული სიმინდი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით შვრიის ქატოს 2 ნაჭერი პური.

 

3 დღე

დილა –

უზმოზე წყალი ლიმონით, 200 გრამი ჰერკულესის ფაფა ცხიმის და შაქრის გარეშე წყალზე მოხარშული, დაამატეთ ჩირები, ყავა და ჩაი უშაქროდ.

შუადღე –

ბოსტნეულის რაგუ, 200 გრამი ორთქლზე მოხარშული თევზი.

საღამო –

სალათი: ნახევარი ავოკადო, მწვანილი, 100 გრამი დაკონსერვებული სიმინდი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით შვრიის ქატოს 2 ნაჭერი პური.

 

4 დღე

დილა –

უზმოზე საუზმემდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით. საუზმეზე 200 მლ 1 %-იანი კეფირი, 1 ჩ/კ. შვრიის ქატო, 2 კვერცხი. საუზმიდან 40-60 წუთის შემდეგ ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე.

შუადღე –

ბოსტნეულის რაგუ, 200 გრამი ორთქლზე მოხარშული თევზი.

საღამო –

250 გრამი ვაშლის და სტაფილოს სალათი ნიახურით შეზავებული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით. 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური.

 

5 დღე

დილა –

უზმოზე ჭიქა წყალი ლიმონის წვენით, 30 წუთის შემდეგ 5 %-იანი ხაჭო დაჭრილი კამით და ნახევარი ბულგარული წიწაკით. ჩაი ან ყავა უშაქროდ.

შუადღე –

250 გრამი ვაშლის და სტაფილოს სალათი ნიახურით შეზავებული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით. 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური.

საღამო –

200 გრამი მწვანე ბოსტნეულის სალათი, 20 გრამი ყველი, 1 ნაჭერი პური.

 

ეს დიეტა შეიცავს საკმარისი რაოდენობით ცხიმსა და ცილას, ნახშირწყლები მინიმუმამდეა შემცირებული.

 

 

რაციონში შედის შვრიის ქატო, ამიტომ აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა, რომ თავიდან აიცილოთ შეკრულობა და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

გაუზიარეთ მარტივი, მაგრამ ეფექტური დიეტა მეგობრებს. გისურვებთ წარმატებებს!

 

Related Articles