“მედოკი”
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 300 გრ
შაქარი 100 გრ
კარაქი 200 გ
კვერცხი 2 ცალი.
თაფლი 2 ს/კ.
სოდა 0.5 ჩ/კ.
მოხარშული შედედებული რძე 200 გ
მომზადება
გაადნეთ 50 გრ კარაქი შაქართან და თაფლთან ერთად.
როცა გადნება, ჩაახალეთ კვერცხი, თითო-თითოს შეათქვიფეთ, დაამატეთ სოდა, როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან.
როცა შეგრილდება, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედგით მაცივარში.
ცომი გაყავით სამ ტოლ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოაცხეთ ცხიმწასმულ ფორმაზე.
მოხარშული შესქელებული რძე 150 გრამ დარბილებულ კარაქთან ერთად ათქვიფეთ და ამ კრემით შეაერთეთ გამომცხვარი ფირფიტები. შეგიძლიათ გვერდები ჩამოაჭრათ და ზემოდან მოაყაროთ. 20 წუთით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ დაჭრით პორციებად და გემრიელად მიირთვით.
ზემოდან სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, ქოქოსის ფანტელი ან გახეხილი შოკოლადი.