უზბეკური ღვეზელი – წარმოუდგენლად ნოყიერი და გემრიელი. მისი დაგემოვნებისთანავე მივხვდი რატომ უწოდებენ მას ღვეზელების მეფეს.

by ekaterine

ეს ღვეზელი მზადდება სხვადასხვა გულსართით. მას უწოდებენ ღვეზელების მეფეს ან სამეფო ღვეზელს.

 

 

ცომის შემადგენლობა

0.5 კგ ხორბლის ფქვილი

100 გ მარგარინი

100 გრ არაჟანი

1 კვერცხი

1/2 ჩ/კ. სოდა

1/2 ჩ/კ. მარილი

გულსართის შემადგენლობა

300 გ კარტოფილი

100 გ ხახვი

250 გ ქათმის ფილე

1/2 ჩ/კ. მარილი

1/4 ჩ/კ. წიწაკა

50 გ მწვანე

1 ს/კ. წყალი

 

 

მომზადება

დარბილებული მარგარინი და არაჟანი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

 

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ არაჟნის და მარგარინის მასას.

 

 

დაამატეთ სოდა-ძმრით და მარილი.

 

 

გაცერით ფქვილი და ფრთხილად აურიეთ მასას.

 

მოზილეთ ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ ნახევარი საათით.

 

 

გულსართისთვის დაჭრით ქათმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად.

 

 

გაასუფთავეთ ხახვი და კარტოფილი, ხახვი დაჭერით მრგვლად, კარტოფილი-კუბიკებად. დაჭერით წვრილად მწვანილი.

 

 

დაჭრილი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

 

 

გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს, გაათხელეთ და გაშალეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ ნაპირებზე ცომი გადავიდეს.

 

 

გულსართს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალი და გაანაწილეთ ცომზე.

დააფარეთ მეორე ცომი და ამოუკეცეთ გვერდები, შუაში დაუტოვეთ საჰაერო, რომ ორთქლი გამოვიდეს.

წაუსვით ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 1,5 საათის განმავლობაში.

 

 

Related Articles