ნაყინი ყველას უყვარს, მაგრამ ხშირად მისი მირთმევა იწვევს წონაში მატებას, რადგან შეიცავს შაქარს, ცხიმს, რძეს… ეს ყველაფერი კალორიების ბომბია. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და თან დაბალკალორიული, მხოლოდ ბანანი, ხაჭო და ნაყინიც მზადაა. ასეთ ნაყინში 100 გრამზე სულ 75 კალორიაა.
არანაირი საღებავები, ქიმიური დანამატები და ხელოვნური დამატკბობლები – შენ თვითონ აკონტროლებ შემადგენლობას. იმისათვის, რომ ხაჭოს ნაყინი კიდევ უფრო სასარგებლო იყოს, შეცვალეთ შაქარი 2 ს/კ. თაფლით. შეხვდით პირველ ცხელ დღეებს გემრიელად!
შემადგენლობა
ხაჭო 250 გრ
ნაღები 130 მლ
ბანანი 2 ც.
ვანილი 1 ჩ/კ.
შაქრის პუდრი 4 ჩ/კ.
მომზადება
დააბლენდერეთ მშრალი ხაჭო, 10 %-იანი ნაღების ნახევარი, შაქრის პუდრი, დაჭრილი, მაგარი ბანანი.
ათქვეფილი მასა უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის, თუ ძალიან სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტა ნაღები.
მოათავსეთ მომზადებული მასა საყინულეში. 3 საათის შემდეგ ცოტა შეიყინება, მაგრამ 5 საათი მაინც დასჭირდება ნამდვილი ნაყინის მისაღებად.
ღამით ნაყინი ძალიან გაიყინება, ამიტომ სანამ მიირთმევთ 15-20 წუთით ადრე საყინულედან შედგით მაცივარში.
შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ სხვადასხვა ხილის გემოთი, აუცილებლად მოგეწონებათ.