მაიონეზი შესანიშნავია სალათებისთვის, მაგრამ ქარხნულ შეფუთვას თუ დავაკვირდებით, არაფერი სასარგებლო არ არის შემადგენლობაში, მხოლოდ უამრავი კალორიაა. უკვე ბევრი დიასახლისი თავად ამზადებს ფრანგული კვერცხის სოუსისგან მაიონეზს, მაგრამ მარხვის პერიოდში, როცა კვერცხი აკრძალულია, ეს რეცეპტი არ გამოდგება. კვერცხი შეცვალეთ მცენარეული ცილის შემცველი სოუსით, მაგალითად აკვაფაბა.
აკვაფაბა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სქელი ბულიონი, რომელიც რჩება პარკოსნების მოხარშვის შემდეგ. იგი შეიცავს ბევრ პროტეინს, ამიტომ შეგიძლიათ ათქვიფოთ, როგორც კვერცხის ცილა. გაფილტრეთ პარკოსნების მოხარშვის შედეგად მიღებული წყალი საცერის დახმარებით და გააციეთ მაცივარში. ამის შემდეგ შეგიძლიათ ათქვიფოთ მიქსერით ისევე, როგორც კვერცხის ცილა. მისგან დიდებული ზეფირი და ბეზეც შეიძლება გამზადდეს.
ეს სამარხვო მაიონეზის რეცეპტია, რომელიც ლობიოს ბულიონისგან მზადდება. თეთრი სოუსი კარგად ითქვიფება და სქელდება.
გემოთი სამარხვო მაიონეზი კვერცხიანს არ ჩამოუვარდება, მეტიც, უფრო გემრიელია. სალათებისთვის შესანიშნავი არჩევანია.
შემადგენლობა
150 მლ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიოდან ან ბარდადან მიღებული წვენი
350-500 მლ მზესუმზირის ზეთი
1 ჩ/კ. შაქარი
0.5 ჩ/კ. მარილი
1 ჩ/კ. მდოგვი
1 ჩ/კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
ნებისმიერი სანელებლები გემოვნებით
მომზადება
წვენს დაამატეთ ძმარი ან ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, ათქვიფეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
დაამატეთ სხვა ინგრედიენტები და საჭირო კონსისტენციამდე თქვიფეთ.
თუ წვენს საკმარისი რაოდენობის ცილა არ აქვს, მაიონეზი გამოვა თხელი, ამ შემთხვევაში დაამატეთ მარგარინი, რომ გასქელდეს. სასურველია ნახარში თავიდანვე სქელი და ბლანტი შეარჩიოთ, რომ ადვილად მიაღწიოთ საურველ შედეგს.
ასეთი სოუსი ყველა სალათს უხდება. შეინახეთ მაცივარში 7 დღის განმავლობაში.