კენკრის ლიქიორი ოთხი ოთხზე. არა მარტო ალკოჰოლი, არამედ დახვეწილი სასმელია ყველა კომპანიაში!

by ekaterine

ტკბილი და გემრიელი კენკროვანი ლიქიორი, რომელიც შთანთქავს ზაფხულის განმავლობაში ყველა წვენს, აღარ არის მხოლოდ ალკოჰოლი, არამედ გემრიელი, დახვეწილი სახლში დამზადებული სასმელია.

ყველას აქვს ლიქიორის საკუთარი რეცეპტი , მაგრამ ეს ჭეშმარიტად გენიალურია თავისი სიმარტივით: 4 ჭიქა შაქარი, 4 ჭიქა წყალი, 4 ჭიქა კენკრა, 4 ჭიქა არაყი. მისი დავიწყება გაგიჭირდებათ!

მიუხედავად იმისა, რომ სასმელის მომზადება მარტივია, ის ნებისმიერ კომპანიაში აღფრთოვანებას იწვევს. თვალისთვის სასიამოვნოა, გემოვნების რეცეპტორებისთვის-ტკბილი და რაც მთავარია, რაც არ უნდა ბევრი დალიოთ, დილით გაღვიძება და გამოფხიზლება არ გიჭირთ.

კენკრის ლიქიორი

ინგრედიენტები

4 ჭიქა შაქარი

4 ჭიქა კენკრა

4 ჭიქა წყალი

4 ჭიქა არაყი

საზომად გამოიყენეთ ერთი და იგივე ზომის ჭიქა.

მომზადება

შაქარი ჩაყარეთ ქილაში, დაასხით თბილი ანადუღარი წყალი, რომ გაიხსნას და ფსკერზე არ დაილექოს. შემდეგ დაამატეთ გარეცხილი და მშრალი დაუჭრელი კენკრა.

დაამატეთ არაყი და ცოტა ხანს დადგით.

ქილას დააფარეთ პლასტმასის თავსახური და დადგით ბნელ და გრილ ადგილას.

არანაკლებ 10 დღე უნდა შეინახოთ, უმჯობესია ორი კვირაც, ამ ხნის განმავლობაში ხილი გამოსცემს ფერს, არომატს, წვენს და დაილექება ფსკერზე.

გადაწურეთ სხვა ჭურჭელში ისე, რომ არ აამღვრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე.

გადაანაწილეთ ლიქიორი მინის ბოთლებში, კარგად მოატრიალეთ თავსახური.

ნებისმიერი კენკრით გამოდის გემრიელი, მაგრამ სასურველია იყოს რბილი და წვნიანი. საბოლოო ჯამში, ასეთი ლიქიორის სიძლიერე იქნება 18-22 გრადუსი, რაც დამოკიდებულია კენკრაზე.

კურკიანი ალუბლით უფრო მაგარი გამოდის სასმელი. თუ უფრო ძლიერი გსურთ არყის ნაცვლად გამოიყენეთ სპირტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში პროპორციები უცვლელი რჩება.

 

Related Articles