შოკოლადოპიტა ტრადიციული ბერძნული შოკოლადის ტორტია. იგი გაჟღენთილია საუკეთესო შოკოლადის კრემით და თითოეული ლუკმა პირში დნება. რეცეპტში არ არის არავითარი ხრიკი, უბრალოდ მოცემულია ზეითუნის ზეთი და ისიც შეგიძლიათ შეცვალოთ მზესუმზირის ან სიმინდის ზეთით.
რეცეპტის ზოგიერთ ვერსიაში შოკოლადის მინანქრის დასხმამდე, ტორტი იჟღინთება შაქრის სიროფით, რომელშიც სურნელოვანი ლიქიორი ან კონიაკია დამატებული. ეს ვარიანტი მაქსიმალურად ტკბილი დესერტების მოყვარულთათვისაა.
შემადგენლობა
მწარე შოკოლადი200 გ
ყავისფერი შაქარი 200 გ
ხორბლის ფქვილი 120 გ
ზეითუნის ზეთი 160 მლ
კვერცხი 4 ც.
საცხობი ფხვნილი 1 ს/კ.
კაკალი 120 გრ.
ცოტა მარილი.
შავი შოკოლადი 100 გრ
ნაღები 100 მლ
მომზადება
გაადნეთ მწარე შოკოლადი წყლის აბაზანაზე. დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი, შაქარი, ზეითუნის ზეთი, აურიეთ, დაამატეთ კვერცხები თითო თითოდ, ათქვიფეთ ნარევი სანამ ფუმფულა არ გახდება.
დაამატეთ ფქვილი საცხობ ფხვნილთან ერთად, აკურატულად აურიეთ ნიჩბით ისე რომ არ ათქვიფოთ ცომი.
ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში შედგით ღუმელში.
გაადნეთ შავი შოკოლადი, დაუმატეთ ნაღები, დაახლოებით ერთი წუთი ურიეთ.
გამომცხვარი ბისკვიტი დაჭერით ნაჭრებად და მოასხით ნაღებიანი მასა.
მიირთვით შოკოლადის ტორტი ნაყინთან ერთად. საბერძნეთში მაგიდაზე ათავსებენ იოგურტს, რომელიც საოცრად უხდება ტორტს. ყველა შემთხვევაში აღფრთოვანებული დარჩებით ტორტის სტრუქტურით და არომატით. გამიხარდება თუ რეცეპტს მოსინჯავთ და სხვებსაც გაუზიარებთ.