ხაჭოს უგემრიელესი და უმარტივესი პასკის ნაცადი რეცეპტი. მიიღებთ უნიკალურ დესერტს, რომელიც გაახარებს თქვენს პატარებს!

by ekaterine

აღდგომამ, როგორც სხვა საეკლესიო დღესასწაულებმა ხალხში მრავალრიცხოვანი კულინარიული ტრადიციები შეიძინა. აღდგომის ერთ-ერთი მთავარი კერძია პასკა. ამ კერძის რეცეპტს მრავალი ვარიანტი და მომზადების ხერხი გააჩნია.

ხაჭოს პასკა იმით არის კარგი, რომ თითოეულ დიასახლისს დამატებითი ინგრიდიენტების არჩევისას თავისი კულინარიული ფანტაზიის სივრცე გააჩნია, ასევე მისი მომზადება მარტივია.

მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად.
ხაჭო უნდა იყოს ახალი და 5-9 %-იანი, არაჟანი 15 %-იანი და უნდა ჰქონდეს მომჟავო გემო, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები და ცუკატები.

შემადგენლობა

ხაჭო 800 გ

კვერცხის გული 4 ც.

შაქარი 180 გრ

არაჟანი 200 მლ

ნუშის გული 50 გრ

ქიშმიში 50 გრ

კარაქი 150 გ

ვანილის შაქარი 10 გ

ლიმონი 1 ც.

მომზადება

ხაჭო გახეხეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს.

კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. როცა გათეთრდება, დაამატეთ არაჟანი.

заварная творожная пасха

ათქვეფილ მასას დაამატეთ გახეხილი ხაჭო და დარბილებული კარაქი, ათქვიფეთ კრემის კონსისტენციის მიღებამდე.

ჭურჭელი დადგით ორთქლის აბაზანაზე, პირველი 10 წუთი ხაჭო იწყებს გათხელებას, შემდეგ თანდათან გასქელდება. მასამ არ უნდა იდუღოს, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გადმოდგით ორთქლიდან.

заварная творожная пасха

ორთქლიდან გადმოდგმისთანავე ჩადგით ცივ წყალში, რომ მასა გაცივდეს, თან ურიეთ. წყალი პერიოდულად შეცვალეთ.

გაციებულ ცომს შეურიეთ ქიშმიში, ნუში, ლიმონის ცედრა.

заварная творожная пасха

საცერში მოათავდეთ რამოდენიმე ფენა მარლა, შემდეგ პასკის მასა, გადმოკეცეთ მარლის კიდეები მასის ზედაპირზე და დაადეთ სიმძიმე. ჩადგით საცერი ჭურჭელში, რომ სითხე ძირს არ დაიღვაროს და 12 საათის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში.

заварная творожная пасха

მეორე დღეს მოხსენით სიმძიმე, გადმოიღეთ პასკა სინზე და მორთეთ ცუკატებით და ქიშმიშით.

 

 

Related Articles