გემრიელი დესერტით რომ ისიამოვნოთ და ახლობლებიც გაახაროთ, სულაც არ არის აუცილებელი ნახევარი დღე ცომთან ტრიალი და 5 წუთში ერთხელ გაზქურასთან სირბილი.
ტორტი ცხობის გარეშე ადვილად მოსამზადებელია, შემდეგ რამოდენიმე საათით სჭირდება მაცივარში გაციება, რომ კარგად გაიჟღინთოს.
გემო იგივე აქვს, როგორიც გამომცხვარ ტორტს.
შემადგენლობა:
პეჩენია 48 ცალი.
ხაჭო 500 გრ
შაქარი 1 ჭიქა.
არაჟანი -250 მლ
კარაქი 100 გრ
შავი ქლიავის ჩირი 150 გ
მუქი შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
დაასხით ჩირს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ წყალი და ჩირი დაჭერით წვრილად.
მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ხაჭო შაქართან ერთად, დაამატეთ ცხიმიანი არაჟანი. აურიეთ კარგად.
დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ აურიეთ.
12 ცალი პეჩენია ტორტისთვის განკუთვნილ ფორმაში განალაგეთ, წაუსვით კრემი, ზემოდან მოაყარეთ ჩირი, ისევ 12 ცალი პეჩენია და ასე გააკეთეთ ოთხივე ფენა.
ზემოდან და გვერდებზე წაუსვით კრემი. გააფორმეთ კაკაოს ფხვნილით ან გახეხილი შოკოლადით.
ქლიავის ჩირის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანი, სეზონის მიხედვით სურვილისამებრ ნებისმიერი ხილი. ყველა შემთხვევაში გამოდის უგემრიელესი.