• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ამ ნამცხვრის რეცეპტს დიდხანს ვეძებდი და ერთ პოლონურ საიტზე მივაგენი – შოკოლადის ბისკვიტი, გემრიელი ჰალვის კრემი და სეზამის არომატული ბეზე გულგრილს არავის დატოვებს!

by ekaterine მარტი 1, 2019
მარტი 1, 2019

ტორტი ჰალვით

 

ინგრედიენტი კაკაოს ბისკვიტისთვის

120 გ ფქვილი

5 კვერცხი

150 გ შაქარი

2 ს/კ. კაკაო

 სეზამიანი ბეზეს შემადგენლობა
4 კვერცხის ცილა

0.5 ს/კ. შაქარი

0.5 ს/კ. ფქვილი

0.5 ს/კ. საცხობი ფხვნილი

150 გ სეზამის თესლი

შემადგენლობა კრემისთვის

4 კვერცხი გული

0.5 ს/კ. შაქარი

0.5 ლიტრი რძე

3 ს.კ. ფქვილი

2 ს/კ. სიმინდის სახამებელი

200 გ კარაქი

200 გრ არაქისის ჰალვა

 

 

ბისკვიტის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და კაკაო. ცალკე კვერცხის ცილები ათქვიფეთ კარგად გათეთრებამდე, არ შეაჩეროთ თქვეფა და ისე შეურიეთ კვერცხის გულები, ბოლოს დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ.

 

კაკაოს ნარევი შეურიეთ ათქვეფილ მასას და აურიეთ.

 

გამოსაცხობ ფორმაში გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 45 წუთის განმავლობაში. გამოღებამდე შეამოწმეთ ხის ჩხირით, თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვება, ბისკვიტი მზადაა.

 

ბეზეს მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის ცილები, როცაა გამყარდება დაამატეთ თანდათან შაქარი, თქვიფეთ და შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტებიც დაამატეთ.

 

ეს ფენაც ბისკვიტივით ჩაასხით ფორმაში და ნახევარი საათის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოაცხეთ.

 

კრემის მოსამზადებლად, რძის ნახევარში დაამატეთ შაქარი, გახსენით კარგად და მიიყვანეთ ადუღებამდე.

კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაამატეთ დარჩენილი რძე და ფქვილი, კარგად ათქვიფეთ, რომ ფქვილი გაიხსნას. შემდეგ ჩაასხით ადუღებულ რძეში. მიიღებთ სქელ პუდინგს. როცა მზად იქნება, გააციეთ ბოლომდე.

 

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ ჰალვა და კვლავ ათქვიფეთ, შემდეგ გაციებული პუდინგი შეურიეთ. თუ ტკბილი არ იქნება, დაამატეთ შაქარი, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

ტორტის ასაწყობად ორივე ფენა გაჭერით სიბრტყეზე. კაკაოს ფირფიტას წაუსვით კრემი, დაადეთ ბეზე, შემდეგ კრემი, ისევ ბეზე და კრემი. ბოლოს კაკაოს ბისკვიტი დაადეთ, გვერდებზე და ზემოდან წაუსვით კრემი.

 

ტორტს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. შეინახეთ მაცივარში 2 საათით. შემდეგ დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

 

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს, ისინი მადლობას გეტყვიან.

1
FacebookEmail
previous post
ზღაპრული ტორტი გამოცხობის გარეშე. მისი გემო და არომატი თავბრუს დაგახვევთ!
next post
ქილაში შენახული ჯანმრთელობა მთელი წლით. შესანიშნავი ხალხური საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდაც კი.

Related Articles

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022

თუ თქვენც ისევე გიყვართ მარწყვი, როგორც მე, აუცილებლად...

მაისი 29, 2022

ამ დესერტმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. უფრო უკეთესია, ვიდრე...

მაისი 27, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC