ბევრი დიასახლისი უპირატესობას ანიჭებს დესერტებს კრემის გარეშე, რადგან ზოგავს დროს და თანხას. მაგრამ არსებობს კრემები, რომლებიც ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. გასწავლით კრემის რეცეპტებს, რომლებიც მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია იაფია.
ყველა რეცეპტი ნაცადია გამოცდილი კონდიტერების მიერ და დარწმუნებული ვარ თქვენც არაჩვეულებრივი გამოგივათ და კმაყოფილები დარჩებით.
ხაჭო-ნაღების კრემი
შემადგენლობა:
250 გრ ხაჭო 9% ცხიმიანი
50 გრ შედედებული რძე
180 გ კარაქი
50 გრ შაქარი
მომზადება:
ხაჭო და შედედებული რძე ბლენდერში ზთქვიფეთ, სანამ არ გახდება გლუვი.
შეურიეთ კარაქი შაქრის ფხვნილთან ერთად. თქვიფეთ 3-5 წუთი.
კრემი ყველის მასით
შემადგენლობა:
250 გ ყველის მასა
150 გ კარაქი
220 გ შაქარი
მომზადება:
ოთახის ტემპერატურაზე დაარბილეთ კარაქი.
შემდეგ აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ და გააციეთ მაცივარში.
კრემი “პლომბირი”
შემადგენლობა:
350 გრ არაჟანი 20% ცხიმიანი
110 გ შაქარი
1 კვერცხი
3 ს/კ. ფქვილი
1.5 გ ვანილი
120 გრ კარაქი
მომზადება:
შეურიეთ არაჟანი, შაქარი, ფქვილი, კვერცხი და ვანილი. დადგით ნარევი ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ განუწყვეტლივ შესქელებამდე. 10-20 წუთი დასჭირდება. დრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მაღალი ხარისხის და ცხიმიანი არაჟანია.
გადმოდგით ორთქლიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და თითო-თითო კოვზი შეათქვიფეთ კრემი. შედგით მაცივარში.
შვეიცარიული ცხიმიანი ბეზე
შემადგენლობა:
180 გ კარაქი
150 გ შაქარი
3 კვერცხის ცილა
დანის წვერით ლიმონის მჟავა
მომზადება:
ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე, შეურიეთ შაქარი, დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე. გადმოდგით აბაზანიდან და თქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ ლიმონმჟავა. უნდა გამოვიდეს, ჰაეროვანი, ერთგვაროვანი მასა.
ცალკე ათქვიფეთ კარაქი გათეთრებამდე და ორ ეტაპად შეურიეთ ცილიან მასას. ჯერ თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე, როცა ორივე მასას გააერთიანებთ, შემდეგ 5 წუთით მაღალ სიჩქარეზე. კრემი მზად არის.
მოხარშული კრემი
შემადგენლობა:
500 მლ რძე
3 კვერცხის გული
200 გ შაქარი
200 გ კარაქი
მომზადება:
400 გრ რძე ავადუღოთ, მაგრამ არ ვხარშოთ.
ცალკე ავურიოთ კვერცხი, შაქარი და დარჩენილი რძე (100 მლ). დაასხით ეს ნარევი ცხელი რძეს.
ადუღეთ დაბალი ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ გასქელდება (შეგიძლიათ გადამოიღოთ, როგორც კი პირველი ბუშტები გაჩნდება).
დაამატეთ კარაქი, ათქვიფეთ, დააფარეთ კონტეინერს ცელოფანი და ამ ფორმით, დატოვეთ კრემი ოთახის ტემპერატურაზე სანამ არ გაცივდება.
ტყუილად არ ამბობენ, რომ: “ყველაფერი გენიალური მარტივია”. ეს კრემები შეგიძლიათ მრავალი სახის ტორტების და ნამცხვრების გასაფორმებლად გამოიყენოთ. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი მარტივი გზა კრემის მოსამზადებლად, გაგვიზიარეთ კომენტარებში!