მარტივი, გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი საუზმე, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევთ დილაობით.

by ekaterine

თუ მოგწონთ საუზმეზე ჩაისთან, ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად ახლადგამომცხვარი ბლინების მირთმევა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ ცომის მოსამზადებლად, გასწავლით გზას როგორ მოამზადოთ მარტივად ჰაეროვანი, გემრიელი ოლადები თუნდაც ყოველ დილით.

ვაშლის ოლადები

ეს რეცეპტი გამოირჩევა იმით, რომ მასში არ არის რძე, კეფირი ან არაჟანი. საჭიროა მხოლოდ კვერცხი, შაქარი და ფქვილი.

შემადგენლობა

1 ვაშლი

1 კვერცხი

1 ს/კ. შაქარი

1 ს/კ. ფქვილი

5 ს/კ მცენარეული ზეთი (გამოსაცხობად)

მარილი გემოვნებით

ცოტა გამაფხვიერებელი

კონტეინერში კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ ცოტა მარილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.

ვაშლი გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ ცომს და კარგად აურიეთ.

გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი, დესერტის კოვზით დაასხით ცომი ტაფაზე, არ უნდა იყოს სქელი, რომ კარგად გამოცხვეს. საშუალო ცეცხლზე გააწითლეთ ორივე მხარეს.

შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, არაჟანთან ან კენკრასთან ერთად.

Related Articles