რომელი მარცვლეულის ფაფები უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ წონას.

by ekaterine

მარცვლეული – ჯანსაღი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი დიეტა მის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომელი მარცვლეულის ფაფები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ  დავდგეთ სასურველ წონაზე.

შვრია მდიდარია სილიციუმით, რომელიც ამაგრებს კუნთოვან სისტემას. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და ხსნის შეშუპებას. ფოსფორი აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. მაგნიუმი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და რაც მთავარია – მაღალი ბოჭკოვანი ნივთიერება, რომელიც ნორმალიზდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოდევნის ტოქსინებს.

დაკავშირებული სურათი

ყავისფერი ბრინჯი ორგანიზმს აწვდის ნახშირწყლებს, რომელიც დიდხანს ანაყრებს და ამარაგებს მას ენერგიით.

იგი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისათვის. ყავისფერი ბრინჯის ქატო დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, არ შეიცავს წებოვანას ხორბლისგან განსხვავებით, მაგრამ არცერთ მარცვლეულს არ ჩამორჩება თავისი შემადგენლობით.

ყავისფერი ბრინჯი-ის სურათის შედეგი

ჭვავი ძალიან ჰგავს ხორბალს, მაგრამ თვისებებით ბევრად უკეთესია მასზე. მისი ცილა შეიცავს დამატებით ამინომჟავებს, რომლებიც ძვირფასია სხეულისთვის. ის მდიდარია ბოჭკოთი დაცელულოზით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მოკროფლორას და ხელს უწყობს მათ პერისტალტიკას. ჭვავი შეიცავს ვიტამინებს A, PP და E და მიკროელემენტებს, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, რკინა და კალციუმი.

დაკავშირებული სურათი

ქერის შემადგენლობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებისთვის. ქერის ფაფის ხშირად მირთმევა დაგვეხმარება ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში.

ქერი ასევე შეიცავს ლიზინს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ქერი-ის სურათის შედეგი

წიწიბურა რკინის შემცველობით მარცვლეულს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს. მის შემადგენლობაში ბევრი მცენარეული ცილაა, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას ურჩევენ შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს.

 

მარდაკავშირებული სურათიცვლეულის სასარგებლო თვისებები მაშინ ჩანს, როცა სწორად მიიღებთ მათ, უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში, ეს არ ეხება მხოლოდ წიწიბურას. ნებისმიერი პროდუქტის ჭარბი მიღება ზიანს მოუტანს ორგანიზმს. გახდომის მიზნით ფაფები უმჯობესია  წყალზე მოხარშული მიირთვათ, შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ ნახევრად ტკბილი ჩირი ან თაფლი.

 

Related Articles