ფსიქოლოგიური ტესტით შეგიძლიათ საკუთარი თავის ამოცნობა. ზოგჯერ უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ფსიქოლოგის დიაგნოზი. ექიმი მაინც ადამიანია და შეიძლება ღრმად ვერ ჩასწვდეს სულის სიღრმეს, ტესტს კი არაფერი დააბნევს. რა თქმა უნდა ტესტსაც ადამიანი ადგენს, მაგრამ სანამ გაავრცელებს, ყურადღებით ამოწმებს.
ყურადღებით დააკვირდით და რასაც დაინახავთ სურათზე, იმის მიხედვით განსაზღვრავთ თქვენს ბუნებას.
თუ სურათზე ხედავთ ფესვებს, ესეიგი თქვენ ხართ ინტრავერტი. კრიტიკას იღებთ მშვიდად და უემოციოდ. თქვენთვის, ეს არის კონსტრუქციული კომენტარები, რჩევები, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. თუ ვინმე ცდილობს ზიანი მოგაყენოთ, უსამართლოდ დაგადანაშაულოთ, ის ვერ გაიმარჯვებს, რადგან თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენი ცხოვრება არის დისციპლინირებული და ორგანიზებული. ცდილობთ იცხოვროთ ჰარმონიულად, გეგმავთ და აანალიზებთ ყოველ დღეს. თქვენი მიზანია ნების გამოხატვა და მორალური პრინციპების შემუშავება.რაც გსურთ უნდა მიიღოთ კიდეც. ერთი შეხედვით ჩანხართ თავმდაბალი ადამიანი, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციებს აფასებთ პოზიტიურად.
თუ სურათზე დაინახეთ ხე თქვენ ხართ ექსრავერტი. გარშემომყოფებთან გულწრფელი და ერთგული ურთიერთობა გახასიათებთ. იგივეს მოითხოვთ სხვებისგანაც. კომუნიკაციაში თავაზიანი ხართ, მაგრამ თავზე არავის დაისვამთ. ხალხისგან ბევრს მოითხოვთ, მაგრამ თქვენ უნდა შეეცადოთ მიაღწიოთ ნდობის მოპოვებას.
თუ თქვენ ხედავთ ტუჩებს, შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის გადალახვა, მაგრამ მაინც ცდილობთ გვერდი აუაროთ მათ. მოქმედებთ გონივრულად, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანივით. ეს იმიტომ, რომ ყველას ბრმად ენდობით. ცდილობთ მათში დაინახოთ მხოლოდ კარგი თვისებები, ნდობა კი ყოველთვის არ ამართლებს.