ნამცხვარი “სნიკერსი “
ბისკვიტი :
კვერცხი 5ც
შაქარი 170გრ
თაფლი 1ს/კ
კაკაო 1ს/კ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
სახამებელი 2ს/კ
ფქვილი 170გრ
კრემი :
კარაქი 400გრ
მოხარშული ზგუშონი 2ქილა
200გრ ნიგოზი ან მიწის თხილი
კრემში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ, შოკოლადის კრეკერები თუ ბეზეს არ გამოაცხობთ
ბეზე :
კვერცხი 4ც
შაქარი 200გრ
შოკოლადის გლაზური :
კაკაო 3ს/კ
შაქარი 3ს/კ
რძე 3ს/კ
კარაქი 50გრ
მომზადება :
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი და კარგად გავთქვიფოთ, შემდეგ კვერცხის გული, თაფლი, ბოლოს დავუმატოთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები, მიღებული მასა მოვათავსოთ 26სმ ფორმაზე, გამოვაცხოთ 180°ზე დაახლოებით 30 წუთი.
კრემი :
ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დავუმატოთ მოხარშული ზგუშონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ბეზეს მოსამზადებლად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავუმატოთ შაქარი, მოვათავსოთ ბეზეც 26 სმ ფორმაზე, 100°ზე დაახლოებით 2საათი, ასევე მოვიტოვოთ პატარა ბეზე და ცალკე გამოვაცხოთ გასაფორმებლად.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კრემი, ნიგოზი შევურიოთ კრემში, შემდეგ დავადოთ ბეზე, კრემი და ბისკვიტი, ზედა ფენასაც წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, დავადოთ ბეზე და მოვასხათ შოკოლადის გლაზური.