თუ თქვენ თაყვანისმცემელი ბრძანდებით ლეგენდარული ტორტის “ჩიტის რძე”, მაშინ ამ რეცეპტს ბოლომდე წაიკითხავთ. დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ მოამზადოთ და გაიხსენოთ გემო ბავშვობიდან. არ შეგაშინოთ მოჩვენებითმა სირთულემ, უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას.
მისი გემო მოგაგონებთ “ჩიტის რძეს”. მოგეწონებათ ახალი კულინარიული შედევრი, ნაზი და ჰაეროვანი, რომელსაც მიიღებთ გამოცხობის შემდეგ.
შემადგენლობა
კვერცხი 8 ცალი.
შაქარი 3 ს/კ.
ხორბლის ფქვილი 130 გრ
კაკაო 2 ს/კ.
რძე 560 მლ
შაქრის პუდრი 250 გრ
ვანილი, მარილი გემოვნებით
კარაქი 250 გ
შავი შოკოლადი 150 გ
მომზადება
6 კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად, ცალკე ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად კვერცხის ცილები და ორივე ერთანეთს შეურიეთ. დაამატეთ 100 გრ. ფქვილში არეული კაკაო და კვლავ ათქვიფეთ.
ოთხკუთხა ქაღალდდაფენილ ფორმაში ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე 20-25 წუთი გამოაცხვეთ.
მოვამზადოთ კრემი. ღრმა ქვაბში 2 კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ 30 გრ. ფქვილთან ერთად. ფრთხილად ჩაასხით 500 მლ გაციებული ანადუღარი რძე და საშუალო ცეცხლზე დადგით. ურიეთ შესქელებამდე, შემდეგ დააფარეთ ცელოფანი და გააციეთ.
220 გრ. შერბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ათქვეფის პროცესში ნელ-ნელა დაამატეთ გაციებული რძის მოხარშული მასა. მიღებული კრემი წაუსვით გაციებულ გამომცხვარ ფირფიტას.
მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. გაადნეთ შოკოლადი სქელძირიან ჭყრჭელში ან ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და კარაქი, 1- 2 წუთის შემდეგ მოასხით კრემს ზემოდან.
შეინახეთ დესერტი 4 საათით მაცივარში, შემდეგ სველი დანით დაჭერით ნაჭრებად.