გემრიელი, სწრაფი, პიკანტური. ერთი სული მაქვს კიდევ როდის მოვამზადებ!

by ekaterine

დაგჭირდებათ:

1 დაჭრილი თეთრი პური

4 კვერცხი

3 პომიდორი

0,5 კგ ლორი ან ძეხვი

150 გრ ყველი

100 გრ კარაქი

150 მლ რძე

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:
პურის ნაჭრებს კარაქი გადაუსვით თხლად და გვერდულად ჩაალაგეთ კარაქგადასმულ ფორმაში. მრგვლად დაჭრილი პომიდვრები და დაჭრილი ლორის ნაჭრები პურის ნაჭრებს შორის მოათავსეთ.

 

კვერცხი რძესთან ერთად ათქვიფეთ (რძის გარეშეც შეგიძლიათ ამ კერძის მომზადება, თუ არ გაქვთ რძე). დაუმატეთ მარილი, წიწაკა. ეს ნარევი მოასხით ფორმაში ჩალაგებულ პურებსა და ლორის ნაჭრებს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ ღუმელში 15-20 წუთით – როცა ყველი ფერს შეიცვლის, მზად იქნება.

 

Related Articles