ცომი ხრაშუნაა, შიგთავსი ფუმფულა. ასეთი გემრიელი და ეკონომიური რეცეპტი დღემდე არ გექნებათ ნაცადი.
გასწავლით, როგორ გამოაცხოთ წყალზე უგემრიელესი კრუასანები კვერცხისა და რძის გარეშე.
დედამთილი ვერ დაიჯერებს, რომ ეს უბრალო რეცეპტითაა მომზადებული, ქმარი კი ჩასთვლის, რომ დესერტი რომელიმე უახლოეს სუპერმარკეტში შეიძინეთ.
გემრიელი კრუასანები
ინგრედიენტები:
1 ჭიქა თბილი წყალი
1 ს/კ. შაქარი
30 გ საფუარი
1 მწიკვი მარილი
1/2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
3 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა ჯემი
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაამატეთ მარილი და შაქარი. ცალკე თასში გაცერით ფქვილი და ჩაასხით გაფუებული საფუარი, ზეთი და მოზილეთ ცომი.
შეგიძლიათ დატოვოთ ცომი თბილ ადგილას 30 წუთით, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის.
გაყავით ცომი 3 ნაწილად. თითოეული გაათხელეთ და 8 სამკუთხა ნაწილად გაყავით. ფქვილის დამატება საჭირო არ არის.
თითოეული სამკუთხა ცომზე მოათავსეთ 1 ჩ/კ ჯემი და გადაახვიეთ ისე, რომ ჯემი გარეთ არ გამოვიდეს.
დააწყვეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 20 წუთით,( სანამ ოქროსფერს არ მიიღებს)
მოაყარეთ შაქრის პუდრა და შეგიძლიათ ცხელ-ცხელი მიირთვათ ჩაისთან ან ყავასთან.
გულსართი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ, მთავარია ძალიან თხევადი არ იყოს.
მიირთვით გემრიელად და არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის გაზიარება!