ხორცის პური ან მითლოფი არის პურის ფორმის ნოყიერი და გამომცხვარი ხორციf. მასში შედის ნებისმიერი ხორცი და ყველა სახის მინარევები: ბოსტნეული, სოუსი, სანელებლები. სიცხარისთვის დაუმატეთ ნიორი, ჯანჯაფილი და ჩილის ტკბილი სოუსი. ასეთი აზიური გემრიელობა გამოგივათ.
ინგრედიენტები
1,2 კგ საქონლის ფარში
200 გრ პეკინური კომბოსტო
1 კვერცხი
3 კბ ნიორი
30 გრ ჯანჯაფილი
40 გრ შვრიის ფანტელი
50 გრ ჩილის სოუსი
მარილი გემოვნებით
მომზადება
დაჭერით კომბოსტო, ნიორი, ჯანჯაფილი, დაამატეთ ხორცი, შვრიის ფანტელი, კვერცხი, ჩილის სოუსი და მარილი. კარგად მოურიეთ.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, ფარშს მიეცით პურის ფორმა, მოათავსეთ ფორმაზე.
შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.
მზა კერძი გადმოიტანეთ თეფშზე, გააგრილეთ, შემდეგ დაჭერით და მიირთვით.
მითლოფს ისევე როგორც კოტლეტებს, მიირთმევენ ბოსტნეულის სალათებთან, ბურღულეულის გარნირებთან ან კარტოფილის პიურესთან. შეგიძლიათ წაუსვათ ტომატის სოუსი – სილამაზისთვის და გემოსთვისაც. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!